რა სახის პროექტებს ანიჭებთ უპირატესობას?
 
Banner
Banner
Banner

„ელსა საქართველოს სტაჟირების პროგრამა“ - გაზაფხულის II გამოცემა

„ელსა საქართველოს სტაჟირების პროგრამა“

გაზაფხულის II გამოცემა

საინფორმაციო ბროშრას დაემატა 14 ვაკანსია თბილისის სააპელაციო სასამართლოში

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ასოციაციის ბრენდპროექტს და გულისხმობს საქართველოს მასშტაბით ელსას წევრი სტუნდეტებისა და ახალგაზრდა იურისტების სტაჟირებას იურიდიულ კომპანიებში, სასამართლოებსა თუ სხვა დაწესებულებებში.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში და დანერგოს მაღალკვალიფიციური იურიდიული განათლებისათვის საჭირო აუცილებელი სტანდარტები. პროგრამაში მონაწილე მოიპოვებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენისა და  დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობებს.

საინფორმაციო ბროშურაში იხილეთ დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ და გაეცანით მის ფარგლებში ამჟამად არსებულ ვაკანსიებს:

 

დაწვრილებით

 

ვიზიტი ქუთაისის სპორტის მუზეუმში

21 მაისს ელსა ქუთაისი გეგმავს ვიზიტს ქუთაისის სპორტის მუზეუმში.

მუზეუმი არსებობს 1970 წლიდან. თავმოყრილია ქართული სპორტის ისტორიისა და მიღწევების ამსახველი 10 000-ზე მეტი ექსპონატი.მუზეუმში დაცულია ოლიმპიური თამაშების, მოფლიოს, ევროპის, ყოფილი სსრკ, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასვა ჯილდოები – ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, თასები, ვიმპელები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი, ცნობილ სპორტსმენთა ფოტო და დოკუმენტური მასალა, სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები მობრძანდით ორშაბათს, 21 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 1113 აუდიტორიაში , 3 საათზე.

დაწვრილებით

 

სემინარები თემაზე „საჰაერო სამართალი“ - შედეგები

გთავაზობთ პროექტში – სემინარები თემაზე "საჰაერო სამართალი" შერჩეულ მონაწილეთა სიას. მონაწილეები არჩეულ იქნენ  აპლიკაციების მიხედვით და   შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მათ მოტივაციას.

 პროექტში მონაწილეობას მიიღებენ :

 

 

დაწვრილებით

 

ელსა საქართველოს სტაჟირების პროგრამა

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო წარმოგიდგენთ ასოციაციის ბრენდპროექტს – „ელსა საქართველოს სტაჟირების პროგრამას“, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით ელსას წევრი სტუნდეტებისა და ახალგაზრდა იურისტების სტაჟირებას იურიდიულ კომპანიებსა თუ სხვა დაწესებულებებში.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში და დანერგოს მაღალკვალიფიციური იურიდიული განათლებისათვის საჭირო აუცილებელი სტანდარტები. პროგრამაში მონაწილე მოიპოვებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენისა და  დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობებს.

საინფორმაციო ბროშურაში იხილეთ დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ და გაეცანით მის ფარგლებში ამჟამად არსებულ ვაკანსიებს:

 

დაწვრილებით

 

სემინარები თემაზე „საჰაერო სამართალი“

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო ახორციელებს ახალ პროექტს სემინარებს თემაზე „საჰაერო სამართალი“.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებს და ექნებათ საშუალება შეიქმნან ზოგადი წარმოდგენა ღია ცის პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

 

დაწვრილებით

 

ანაზღაურებადი სტაჟირებები ევროპაში

ანაზღაურებადი სტაჟირებები ევროპაში (STEP - სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამა)
2012 წლის მაისის პირველი გამოცემა

ავსტრია:

1. ქალაქი: Innsbruck
დამსაქმებლის კატეგორია: საჯარო ადმინისტრირება
ანაზღაურება: 950 € თვეში
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 20 მაისი 2012 წ.

დაწვრილებით

 

ელსას კულტურული დღეები (მაისი)

ელსას კულტურული დღეები გრძელდება! ელსას კვირეულის შემდეგ ელსა საქართველო გთავაზობთ მრავალფეროვან პროგრამას.

მაისის თვეში იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:

1. 24 მაისი – ვიზიტი ტიციან ტაბიძის სახლ–მუზეუმში

ცნობილი ქართველი პოეტის ტიციან ტაბიძის (1895 – 1937) მემორიალურ ბინა-მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია პოეტის პირადი ნივთები და არქივი, ბიბლიოთეკა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და სხვა დოკუმენტები. რომლებიც დამთვალიერებელს აცნობს მწერლის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას (ტიციან ტაბიძე 30-იანი წლების რეპრესიებმა შეიწირა - დახვრიტეს 1937 წელს).

დაწვრილებით

 

„საზოგადოებრივი სასამართლო“

 

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ქუთაისი (Elsa Kutaisi) იწყებს ახალ პროექტს – „საზოგადოებრივი სასამართლო“

პრექტის პირველ ეტაპზე ჩატარდა სამართლებრივი კვლევა, რომლის ფარგლებშიაც 400–მდე ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხული პირების ნაწილი, პროექტში შემდგომში ჩაერთვებიან, როგორც ნაფიცი მსაჯულები.

იმიტირებული პროცესებისთვის შერჩეული გუნდები მომზადებს გაივლიან საქართველოს პროკურატურაში.

 

დაწვრილებით

 

სემინარები თემაზე: „ბიზნეს სამართალი"

„ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი“ იწყებს ახალ პროექტს, სემინარები თემაზე: „ბიზნეს სამართალი“.

პროექტი მოიცავს 4 დღიან სემინარებს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ბიზნეს სამართლის ძირითადი ასპექტები.

სემინარების მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაში ბიზნეს სამართლის სფეროში.

დაწვრილებით

 

VIII NCM Bazaleti Lake '12

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო გაცნობებთ, რომ 23–24 ივნისს ბაზალეთის ტბაზე (www.bazaletilake.ge) გაიმართება ასოციაციის რიგით VIII საერთო კრება (NCM), რომელზეც მოხდება ახალი გამგეობის არჩევა და ასოციაციისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება.

 


ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება პლენარული სხდომები, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები. გარდა ამისა, საერთო კრებას დაესწრებიან ელსას წევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ოფიციალური დელეგაციები და თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ახლოს გაიცნოთ ევროპელი კოლეგები, დაესწროთ საერთაშორისო სემინარს.

სამუშაო დღის შემდეგ თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი წვეულება, უამრავი სიურპრიზი და Galla Ball, სადაც შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ნამდვილი ELSA Spirit.

დაწვრილებით

 
Georgian (Georgia)English (United Kingdom)
Banner
Banner
Banner